Thursday, May 5, 2011

ვარსკვლავი თუ ნისლეული?

  უმთვარო ღამით მოწმენდილ ცაზე ყველას უნახავს სუსტად მნათი მოცისფრო-მოთეთრო ნისლის მსგავსი ზოლი, რომელიც ცას კიდიდან კიდემდე გასდევს.ამ ზოლს ჩვენმა წინაპრებმა ,, ირმის ნახტომი”,ხოლო ძველმა ბერძნებმა ,, რძის წრე” უწოდეს. დღეს მას ირმის ნახტომის გალაქტიკას ან ჩვენს გალაქტიკას ვუწოდებთ.ის გადის ორიონის, პერსევსის,კასიოპეას,გედის,არწივის,მშვილდოსნის, კენტავრის და კილის თანავარსკვლავედებზე. როდესაც გალილეიმ 1610 წელს თავისი უმარტივესი ტელესკოპი ირმის ნახტომისაკენ მიმართა,მან ურიცხვი ვარსკვლავი დაინახა.ისინი ძალზე მჭიდროდ განლაგებულნი ჩანან-ერთმანეთს ძალზე მცირე ხილული კუთხით არიან დაშორებულნი.კაშკაშა ვარსკვლავებიც, უმეტესად ,ირმის ნახტომის სიახლოვეს არიან განლაგებულნი.
წყარო 

No comments:

Post a Comment