Thursday, May 5, 2011

ანდრომედას გალაქტიკა

ანდრომედა ( ანუ M 31 ) არის ირმის ნახტომის გალაქტიკასთან ყველაზე ახლოს მდებარე სპირალისებური ტიპის დიდი გალაქტიკა. იგი ერთ ბილიონამდე ვარსკვლავისგან შედგება და 2.51 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული მზის სისტემისაგან. თავისი ზომით ანდრომედას გალაქტიკა რამდენჯერმე უფრო დიდია ირმის ნახტომთან შედარებით და გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფში უდიდესია. ანდრომედას გალაქტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე შორეული კოსმიური ობიექტი, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი. დედამიწიდან დაკვირვებისას გალაქტიკა ანდრომედას თანავარსკვლავედის ნაწილად ჩანს, რის გამოც თანავარსკვლავედისავით მასაც მითოლოგიური პრინცესა ანდრომედას სახელი ეწოდა.

ანდრომედას ულტრაიისფერი გამოსახულება.
NGC 6822 ანუ გალაქტიკა ბარნარდა. არარეგულარური გალაქტიკა მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. ერთ-ერთი ჩვენთან ახლომდებარე გალაქტიკა ( 1,63 ± 0,03 მლნ სინათლის წელი) გალაქტიკა ბარნარდას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ექსტრაგალაქტიკურ მეცნიერებაში. ედვინ ჰაბლმა ჯერ კიდევ 1925 წელს 11 ჰაფეიდსა და 5 ნათელ ნისლეულზე დაკვირვებით დაადგინა, რომ ბარნარდა იყო ჩვენგან დაშორებული არაუმეტეს 70 ათასი სინათლის წელისა. იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი სხვა უფრო ახლომდებარე გალაქტიკების არსებობა, ანუ ბარნარდა მიიჩნეოდა უახლოესად.
წყარო

No comments:

Post a Comment