Thursday, May 5, 2011

ანდრომედა და შავი ხვრელები

  ანდრომედას გალაქტიკა(M 31) უახლოესი სპირალური გალაქტიკაა, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეიძლება(თეთრი ლაქის სახით). ცენტრში აქვს ზემასიური შავი ხვრელი, როგორც გალაქტიკების უმრავლესობას. სიახლოვის გამო ის საუკეთესო საშუალებაა ისეთი ობიექტის შესასწავლად, როგორიც ზემასიური შავი ხვრელია.
2006 წლის იანვარს ანდრომედას ცენტრი უეცრად გააქტიურდა და 100-ჯერ მეტი გამოსხივებით აკაშკაშდა. ამჟამად რჩება 10-ჯერ უფრო კაშკაშა ვიდრე ხსენებულ თარიღამდე იყო. როგორც ჩანს ხვრელმა რაღაც მასიური შთანთქა.

შავი ხვრელი ეხლაც აგრძელებს „კვებას“ ვარსკვლავური ქარითა და გარშემო არსებული სქელი ნისლეულის მატერიით, რომელიც მასში გადაედინება. ეს პროცესი იწვევს რენტგენის გამოსხივების ძლიერ ნაკადს, რომელსაც კოსმოსური ობსერვატორია ჩანდრა აფიქსირებს.
წყარო

No comments:

Post a Comment