Wednesday, May 11, 2011

ჩვენი გალაქტიკა და სატელიტ "პლანკის" მიერ აღმოჩენილი ""დიდი აფეთქების" (Big Bang-ის) გაქმოსხივების ექო.

პლანკის მისიის მიერ მოპოვებული სამყაროს პირველი სურათი.
ESA(ევროპის კოსმოსირი სააგენტო) "პლანკის" სააგენტომ გამოაქვეყნა მთელი ცის იშვიათი სურათი. სულ ახლახანს დასრულებული პირველადი  კვლევების შემდეგ გამიკვეთა მიკო - ტალღების სფეროში ცის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი  გამსხივების ზონა: "ირმის ნახრომი" და "რელიქტური გამოსხივება" რომელიც 13,7 მილიარდი წლის წინ მომხდარ "დიდი აფეთქების" რადიაციულ ექოს შეესაბამება. გრენობლის ასტროფიზიკურმა ლაბორატორიამ , ნეელის ინსტიტუტმა და კოსმოლოგიისა და სუბატომური ფიზიკის ლაბორატორიამ  "პლანკის" მისიის წარმატებას აქტიურად შეუწყვეს ხელი.
წყარო

სომბრეროს გალაქტიკა, საიდან მომდინარეობს ეს სახელწოდება?

სომბრეროს გალაქტიკა, ასევე M104 (Messier 104, მესიე 104, სხვა აღნიშვნები — NGC 4594, MCG -2-32-20, UGCA 293, IRAS12373-1120, PGC 42407) — სპირალური გალაქტიკა ქალწულის თანავარსკვლავედში. გალაქტიკამ სახელი მისი სომბრეროს ქუდთან მსგავსების გამო მიიღო. დამახასიათებელი ცენტრალური ნაწილის გამო გალაქტიკას ედვინ ჰაბლის კლასიფიკაციით Sa-ს ტიპს მიაკუთვნებენ. ძლიერი რენტგენული გამოსხივება გამოწვეულია, მრავალი ასტრონომის მოსაზრებით, გალაქტიკის ცენტრში მილიარდი მზის წონის მასის შავი ხვრელის არსებობით.
წყარო

Thursday, May 5, 2011

ანდრომედა და შავი ხვრელები

  ანდრომედას გალაქტიკა(M 31) უახლოესი სპირალური გალაქტიკაა, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეიძლება(თეთრი ლაქის სახით). ცენტრში აქვს ზემასიური შავი ხვრელი, როგორც გალაქტიკების უმრავლესობას. სიახლოვის გამო ის საუკეთესო საშუალებაა ისეთი ობიექტის შესასწავლად, როგორიც ზემასიური შავი ხვრელია.
2006 წლის იანვარს ანდრომედას ცენტრი უეცრად გააქტიურდა და 100-ჯერ მეტი გამოსხივებით აკაშკაშდა. ამჟამად რჩება 10-ჯერ უფრო კაშკაშა ვიდრე ხსენებულ თარიღამდე იყო. როგორც ჩანს ხვრელმა რაღაც მასიური შთანთქა.

შავი ხვრელი ეხლაც აგრძელებს „კვებას“ ვარსკვლავური ქარითა და გარშემო არსებული სქელი ნისლეულის მატერიით, რომელიც მასში გადაედინება. ეს პროცესი იწვევს რენტგენის გამოსხივების ძლიერ ნაკადს, რომელსაც კოსმოსური ობსერვატორია ჩანდრა აფიქსირებს.
წყარო

ანდრომედას გალაქტიკა

წყარო

ანდრომედას გალაქტიკა

ანდრომედა ( ანუ M 31 ) არის ირმის ნახტომის გალაქტიკასთან ყველაზე ახლოს მდებარე სპირალისებური ტიპის დიდი გალაქტიკა. იგი ერთ ბილიონამდე ვარსკვლავისგან შედგება და 2.51 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული მზის სისტემისაგან. თავისი ზომით ანდრომედას გალაქტიკა რამდენჯერმე უფრო დიდია ირმის ნახტომთან შედარებით და გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფში უდიდესია. ანდრომედას გალაქტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე შორეული კოსმიური ობიექტი, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი. დედამიწიდან დაკვირვებისას გალაქტიკა ანდრომედას თანავარსკვლავედის ნაწილად ჩანს, რის გამოც თანავარსკვლავედისავით მასაც მითოლოგიური პრინცესა ანდრომედას სახელი ეწოდა.

ანდრომედას ულტრაიისფერი გამოსახულება.
NGC 6822 ანუ გალაქტიკა ბარნარდა. არარეგულარური გალაქტიკა მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. ერთ-ერთი ჩვენთან ახლომდებარე გალაქტიკა ( 1,63 ± 0,03 მლნ სინათლის წელი) გალაქტიკა ბარნარდას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ექსტრაგალაქტიკურ მეცნიერებაში. ედვინ ჰაბლმა ჯერ კიდევ 1925 წელს 11 ჰაფეიდსა და 5 ნათელ ნისლეულზე დაკვირვებით დაადგინა, რომ ბარნარდა იყო ჩვენგან დაშორებული არაუმეტეს 70 ათასი სინათლის წელისა. იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი სხვა უფრო ახლომდებარე გალაქტიკების არსებობა, ანუ ბარნარდა მიიჩნეოდა უახლოესად.
წყარო

ირმის ნახტომი

წყარო

ვარსკვლავები

წყარო

ვარსკვლავი თუ ნისლეული?

  უმთვარო ღამით მოწმენდილ ცაზე ყველას უნახავს სუსტად მნათი მოცისფრო-მოთეთრო ნისლის მსგავსი ზოლი, რომელიც ცას კიდიდან კიდემდე გასდევს.ამ ზოლს ჩვენმა წინაპრებმა ,, ირმის ნახტომი”,ხოლო ძველმა ბერძნებმა ,, რძის წრე” უწოდეს. დღეს მას ირმის ნახტომის გალაქტიკას ან ჩვენს გალაქტიკას ვუწოდებთ.ის გადის ორიონის, პერსევსის,კასიოპეას,გედის,არწივის,მშვილდოსნის, კენტავრის და კილის თანავარსკვლავედებზე. როდესაც გალილეიმ 1610 წელს თავისი უმარტივესი ტელესკოპი ირმის ნახტომისაკენ მიმართა,მან ურიცხვი ვარსკვლავი დაინახა.ისინი ძალზე მჭიდროდ განლაგებულნი ჩანან-ერთმანეთს ძალზე მცირე ხილული კუთხით არიან დაშორებულნი.კაშკაშა ვარსკვლავებიც, უმეტესად ,ირმის ნახტომის სიახლოვეს არიან განლაგებულნი.
წყარო 

როგორია ჩვენი გალაქტიკა?

ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი, წარმოადგენს დისკოვან სპირალურ გალაქტიკას, მისი დიამეტრია 30 კილოპარსეკია (ანუ 100 000 სინათლის წელი), სისქე კი 3000 სინათლის წელი. მასში შედის დაახლოებით 200-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავი, ხოლო მისი მასა შეადგენს მზის მასას 3×1012-ს.
ძალიან ცოტაა ისეთი გალაქტიკების რიცხვი რომლებიც სხვებისგან გამოყოფილია, ისინი ხშირად ჯგუფებად არიან დაყოფილი. ჯგუფში შეიძლება შედიოდეს დაახლოებით ორმოცდაათი გალაქტიკა. არსებობს უფრო დიდი ზომის „ოჯახი“, რომელიც რამდენიმე ათას გალაქტიკას მოიცავს. დროთა განმალობაში ისინი ერთმანეთში ირევიან და წარმოქმნიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტრუქტურას კოსმოსში, რომლის შუაგულშიც მდებარეობს მათ შორის ყველაზე დიდი ელიპტიკური გალაქტიკა.
წყარო 

ირმის ნახტომი

წყარო

ირმის ნახტომი.